კაცმა, რომელიც ადრე ქალი იყო, შვილი გააჩინა ქალისგან, რომელიც ადრე კაცი იყო!

0
7956

კაცმა, რომელიც ადრე ქალი იყო, შვილი გააჩინა ქალისგან, რომელიც ადრე კაცი იყო!\

ფერნანდო და დიანა ჩვეულებრივ წყვილს ჰგვანან. მათ უყვართ ერთმანეთი და სულ ცოტა ხნის წინ ბავშვიც ეყოლათ – ბიჭი, რომლის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ.

თითქოს ეს ისტორია არაფრით არის გამორჩეული, მაგრამ დაკვირვებით შეხედეთ სურათს. საავადმყოფოს საწოლზე ქმარი წევს, ხოლო ცოლს მნახველებისთვის განკუთვნილი ქუდი უკეთია.

ფოტოგრაფია არ ტყუის! ბავშვი ფერნანდომ გააჩინა, რომლის მამა ცოლი დიანა გამოდის.

წყვილის ისტორია საინტერესოა.

სინამდვილეში, ფერნანდო საერთოდაც არ არის კაცი. მისი ბიოლოგიური სქესი მდედრობითია და ადრე მარია ერქვა.
ფერნანდო ტრანსექსუალია.

მარია ყოველთვის დისკომფორტს განიცდიდა საკუთარი სხეულის მიმართ. შემდეგ კი გადაწყვიტა სქესი შეეცვალა.

ერთხელ კი ტრანსექსუალებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე ის შეხვდა დიანას. როგორც აღმოჩნდა, მათ არა მარტო საერთო გემოვნება და შეხედულება ჰქონდათ, არამედ ერთნაირი ისტორიაც. დიანაც ტრანსექსუალია, რომელიც ადრე ლუისის სახელით ცხოვრობდა.

ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებოდნენ. საბედნიეროდ, მათ სქესის შეცვლის ოპერაციის დასრულება ჯერ ვერ მოასწრეს, რადგან შვილის ყოლა გადაწყვიტეს.

ვუსურვოთ ბედნიერება ამ გამბედავ წყვილს!

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here