„ძალიან ცუდად ვარ“- რა დაემართა ნანუკა გულუას?- „ჩცდ“-ს მსახიობის სკანდალური აღიარება

0
93

 

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” კიდევ ერთი სეზონი დღეს სრულდება. ყველაზე აქტუალური კი ამ სეზონში მეგრელების ხაზი იყო, რომელიც ნანუკა გულუამ (დოჩი) და მარიშკა ჯავახაძემ (ბარბარიკა) საუკეთესოდ წარმოაჩინეს. “ბარბარიკას” გათხოვება, დაორსულება, დაშორება და შემდეგ ისევ გათხოვება ბოლო სერიების აქტუალური ამბავი იყო. OK!-იმ გადაამოწმა, როგორ გრძნობენ გოგონები თავს სეზონის დამთავრების შემდეგ.

 

როგორ შეეგუეთ სეზონის დასრულებას?

 

ნანუკა გულუა: მე ძალიან ცუდად ვარ, დილით რომ გავიღვიძებ და სცენარი არ იქნება, დიდი სტრესი მაქვს. წარმომიდგენია, როგორ ვიქნები მთელი ზაფხულის განმავლობაში. ზოგადად, ამ სერიალის გარეშე ჩემი ცხოვრება არ წარმომიდგენია. მაგრამ დასასრული ისე მიდის, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება და ამით იმედით ვარ. მანამდე, სანამ გაგრძელდება მაყურებლის სიყვარულით დავტკბები.

 

მარიშკა ჯავახაძე: ძალიან მიჭირს, რთულია, იმიტომ რომ მოთხოვნილება და დამოკიდებულება გამოჩნდა. ამათ მონატრებას კი სერიალის გმირებთან ყოველდღიური კონტაქტით ვივსებ.

 

განსაკუთრებით დამეგობრდით თქვენ, როგორ მოახერხეთ?

 

ნანუკა გულუა: “დოჩის” ცხოვრების აზრი ხომ ბარბარიკაა და სულ მის გარშემო ტრიალებს, თავისი პირადი არ გააჩნია, იმდენად მნიშვნელოვანია მისთვის “ბარბარე”. ეს ინსტიქტი გადმოვიდა ცხოვრებაშიც მარიშკას მიმართ, სულ მინდა მის გვერდით ვიყო და ყველაფერი გავუზიარო.

 

როგორ აპირებთ ზაფხულის გატარებას?

 

ნანუკა გულუა: მე ჩემს საქმეებს დავუბრუნდი ისევ.

 

მარიშკა ჯავახაძე: ჩემს კომპანიაში ვმუშაობ და აუცილებლად ვაპირებ რომ ნანუკასთან ერთად დავისვენო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here